ყაზბეგი

ყაზბეგი- გერგეთის სამება-დარიალის ხეობა-გველეთის ჩანჩქერი.
გთავაზობთ, დაუვიწყარ ერთდღიან ტურს ულამაზეს ყაზბეგში. მოინახულეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობები ყველაზე შეღავათიან ფასად.ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს კომფორტზე.
*გერგეთის სამება
*დარიალის ხეობა
*გველეთის ჩანჩწერი
*ფოტო გადაღება
*სურვილისამებრ გიდის მომსახურეობა.
* “პიკნიკი“
დარიალის ხეობა-ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა შემოსევებისგან.

გერგეთის სამება-გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

•    გველეთის ჩანჩქერი_გველეთის ჩანჩქერი - მდებარეობს დარიალის ხეობაში სოფელ გველეთთან 7 კმ-ში დაბა სტეფანწმინდიდან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ. ბოლო 700 მეტრიანი მონაკვეთის გასავლელად აუცილებელია მანქანიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული.

მსგავსი სტატიები

პანკისის ხეობა — მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში,
რომელიც ოდიდგანვე ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით - უცხოელებმა
მას  ,, კავკასიური სამოთხე „ უწოდეს.
პანკისის ხეობა — მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში, რომელიც ოდიდგანვე ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით - უცხოელებმა მას  ,, კავკასიური სამოთხე „ უწოდეს.
სიღნაღი- ახალი შუამთა-უჯარმის ციხე-სიღნაღის მუზეუმი.
გთავაზობთ, დაუვიწყარ ერთდღიან ტურს ულამაზეს სიყვარულის ქალაქში.
სიღნაღი- ახალი შუამთა-უჯარმის ციხე-სიღნაღის მუზეუმი.
გთავაზობთ, დაუვიწყარ ერთდღიან ტურს ულამაზეს სიყვარულის ქალაქში.
შეუკვეთე ზარი